რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ალასკაში შეხვედრის ჩასაშლელად პროვოკაციას ამზადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და “რამდენიმე წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით” ამტკიცებს, რომ -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ჩაშლის მიზნით, პროვოკაციას ამზადებს.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს, უკრაინის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით საკუთარ ქალაქზე, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული, იერიშს გეგმავენ.
რუსეთის თავდაცვის თანახმად, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია.
უწყება ირწმუნება, რომ ადგილზე უკვე ჩაიყვანეს დასავლელი ჟურნალისტები “საბაბით, თითქოს ფრონტის ხაზზე მყოფი ქალაქის მაცხოვრებლების შესახებ რეპორტაჟების სერიას ამზადებენ”. ამტკიცებს, რომ მათი ჩაყვანის “რეალური მიზეზი” – “დარტყმების მომენტალური დაფიქსირებაა”.
“კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, მთელი პასუხისმგებლობა დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეკისრება, რათა შეიქმნას ნეგატიური ფონი და საბაბი, რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ჩაშლისთვის”, – ირწმუნება რუსეთის თავდაცვა.
რუსეთის თავდაცვის თანახმად, “პროვოკაციები ასევე მოსალოდნელია კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სხვა დასახლებებში”.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს