ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ვიცე-პრემიერი - საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს

საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის შექმნის პლაცდარმად გამოიყენონ, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
„თუ შეხედავთ საქართველოს, ისინი უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ თავს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარ მეზობლებთან მშვიდობიანი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. მათ ესმით, რომ არ სურთ რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროეცირების პლაცდარმად გამოიყენონ“, - განაცხადა ოვერჩუკმა.
მისი თქმით, ამ ტენდენციას კარგი გამოძახილი აქვს მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროს მაჩვენებლებში. რუსეთის ვიცე-პრემიერის მტკიცებით, ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე ისწრაფვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.