რუსეთის ვიცე-პრემიერი – რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს

რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.
„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების წლიური მოცულობა, საგანმანათლებლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოკლებით, დაგეგმილია, რომ 32,500 ერთეულს შეადგენს. წარმოების მიმდინარე მოცულობას ეს თითქმის სამჯერ აღემატება“, – განაცხადა ბელუსოვმა.
ბელუსოვმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების ეროვნულ პროექტს 696 მილიარდი რუბლით (7,66 მილიარდი დოლარი) დააფინანსებს.
„ამავდროულად, იგეგმება, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წილი ამ ტიპის დრონების ბაზრის 70%-ს შეადგენს“, – აღნიშნა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ