ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებაზე არ მივიდა

პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი არ მივიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ის რუსეთის რაკეტის გამო დაიბარა, - ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა პოლონეთის სააგენტოს აცნობა. პოლონეთის მოთხოვნით ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა.
ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი", - ამბობს ის და დასძენს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ამას გააკეთებენ.
ვარშავამ განაცხადა, რომ რომ 23 მარტს ღამით რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 39 წამის განმავლობაში დაყო მისი ტერიტორიის თავზე.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ქალაქ ოსერდოვთან, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ინციდენტის გამო ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. პოლონეთის თქმით, რუსეთის რაკეტა მის ტერიტორიაზე ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ხელმძღვანელობამ რუსეთის ჯარების მოქმედება შეაფასა როგორც ინტენსიური. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.
რუსეთის მხარეს ინციდენტზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ჭურვის მოხვედრაზე იუწყებოდნენ გასული წლის ბოლოსაც. 29 დეკემბერს ვარშავამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის თავზე გაიფრინა რუსეთის ფრთოსანმა რაკეტამ, რომელიც უკრაინაზე ახორციელებდა დარტყმას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.