რუსეთის დუმა ვიტრინებიდან გააქრობს სიტყვებს: coffee, sale, shop, open და ა.შ.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზნად გამოცხადებულია „რუსული ენის დაცვა“.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური სიტყვების გამოყენების შეზღუდვას საჯარო სივრცეში, მათ შორის მედიაში, რეკლამაში, ეტიკეტებზე, აბრებზე და საცხოვრებელი კომპლექსების სახელწოდებებში.
კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემდეგ სავალდებულო იქნება რუსული ენის გამოყენება კომერციულ აღნიშვნებსა და ინფორმაციაში, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებისთვის საჯაროდ გასაცნობად.
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ვიტრინებიდან გაქრება სიტყვები: coffee, sale, shop, open და ა.შ. აკრძალვა არ შეეხება საფირმო დასახელებებს და სავაჭრო ნიშნებს.
დუმის ვებსაიტზე 11 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინისგან მიღებული აქვთ კანონპროექტის განხილვის დაჩქარების დავალება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა