პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დუმამ „ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა“ აკრძალა

რუსეთის დუმამ „ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა“ აკრძალა

რუსეთის დუმამ ე.წ. “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (დუმამ) 12 ნოემბერს მეორე და ბოლო, მესამე, მოსმენაზე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. “ჩაილდფრი” (ნებაყოფლობითი უშვილობა) პროპაგანდას კრძალავს.
კანონი ითვალისწინებს ინტერნეტში, მედიაში, ფილმებსა და რეკლამაში “ჩაილდფრის” შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე აკრძალვას. დარღვევის შემთხვევაში რესურსები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას შეიცავენ, “როსკომნადზორის” მიერ აკრძალული გვერდიგვერდ სიაში მოხვდებიან. ფილმებს, რომლებშიც “ჩაილდფრი” იდეოლოგიასთან დაკავშირებული სცენები ან რეპლიკები იქნება, კინოთეატრებში ჩვენების ლიცენზია ჩამოერთმევათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.