ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს.
დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციებს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტებად“ აღიარებული ადამიანების რეკლამირება და მათ რესურსებზე რეკლამის განთავსება იკრძალება.
„ბევრი თაღლითი, ვინც ეს ფული მიიღო, იმ ფაქტს არ მალავს, რომ იგი კიევის ნაცისტური რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს კლავს. კანონის მიღება ამ პრაქტიკას შეაჩერებს“, - განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
კანონის დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 50 000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.