რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი – დილიდან დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს

რუსეთი დღეს დილიდან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება,- ამის შესახებ სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
„დილით, დილის 10 საათიდან, დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს“, – განუცხადა მედინსკიმ ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების წინაპირობების გარეშე წარმოებისთვის. „მზად ვართ სამუშაოდ“, – დასძინა მედინსკიმ.
ამასთან, მან ნაყოფიერი უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან გამართულ შეხვედრას, რომელზედაც რუსულმა მხარემ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა.
„დღეს უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან და ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ “, – განაცხადა მედინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან