ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დაფინანსებული ორგანიზაცია თბილისში კონფერენციის ჩატარებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში “დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩატარებას გეგმავს. როგორც მათ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფორუმის ჩატარება 6-7 მარტს იგეგმება.
“კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL 2024 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღის განმავლობაში 4 მიმართულება იქნება – ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები წლევანდელი განხილვის საკითხია ხელოვნური ინტელექტი”, – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ვებგვერდზევე ირკვევა, რომ გარდა Сколково-სი, ღონისძიების პარტნიორებს შორის არაერთი სანქცირებული კომპანიაა, მათ შორის VTB ბანკი, SberBank-ი და MegaFon-ი, ასევე მობილური ოპერატორი – Rostelecom.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.