რუსეთის დანიშნული ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვის ძალებმა უკრაინაში პირველი “აბრამსი” გაანადგურა

ორშაბათს რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ უკრაინაში მოსკოვის ძალებმა, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული „აბრამს“ ტანკი პირველად გაანადგურა. ბრძოლის ველიდან გავრცელებულ ცნობას, კრემლის მხრიდან მოწონების კომენტარი მოჰყვა.
„როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ შეძლო გადაემოწმებინა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც მასალაზე თანდართული განმარტების თანახმად, ცეცხლმოდებულ „აბრამსს“ აჩვენებს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია“-მ კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ციტირება მოახდინა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენმა ჯარისკაცებმა თავიდანვე თქვეს, რომ ეს ტანკები სხვების მსგავსად დაიწვებოდა“. მან მიანიშნა ადრინდელ შემთხვევებზე, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში დასავლური იარაღი გაანადგურა.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინული ძალებისთვის „აბრამსების“ მიწოდება, გასული წლის სექტემბერში დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას