“რუსეთის განცხადება გაუგებარი იყო, ვერ აღვიქვი შინაარსი” – ანდრია ჯაღმაიძე

“თუ არ ჩავთვლით, საზოგადოებაში გამძაფრებული პოლემიკას, სხვა რაიმე ზეწოლაზე საუბარი არ არის,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თუ არ ჩავთვლით, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხებზე ხდება ხოლმე გამძაფრებული პოლემიკის წამოწყება, სხვა რაიმე ზეწოლაზე, თუ ჩარევაზე, თუ გავლენაზე საუბარი არ არის.
[რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩარევაზე] არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, სრულიად უსაფუძვლო, გაუგებარი განცხადება იყო. ვერანაირად ვერ აღვიქვი [ეს განცხადება], ვერ ვხედავ შინაარსს,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)