ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი: თუ რამე არ ვქენით, რუსეთის ეკონომიკა მოკვდება

დასავლური სანქციების ახალმა ტალღამ, მათ შორის, „მეგობრული“ ქვეყნებიდან საბანკო გადახდების მასიურმა დაბლოკვამ შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკის „სიკვდილი“ გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ჩისტიუხინმა განაცხადა.

მისი თქმით, გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები „რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოგვარდეს“ და ეგზოტიკურით დაწყებული და მოძველებული მექანიზმებით დამთავრებული, ყველაფრის აპრობირება-გამოყენება არის საჭირო.

“რაც გუშინ ჩვენთვის არაპოპულარული ჩანდა, მაგალითად, სვოპები, გარკვეული კლირინგ-სისტემები თუ კრიპტოს გამოყენება, ყველაფერი უნდა გამოვცადოთ, რადგან თუ გარე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ნორმალური გადახდები არ იქნა, ჩვენი, როგორც ექსპორტ-იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, ეს უბრალოდ დასასრული იქნება, ეს სიკვდილია,“ - აცხადებს ჩისტიუხინი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.