ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია - საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო , - ამის შესახებ განცხადება რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „გოლოსმა“ გაავრცელა.
„გოლოსის“ განცხადებით, კვირას დასრულებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, რადგან საარჩევნო კამპანია ისეთ პირობებში ჩატარდა, სადაც რუსეთის კონსტიტუციის ძირითადი მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს უზრუნველყოფს, არსებითად არ მოქმედებდა.
„აქამდე საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტებს ასე ჩამოუვარდებოდა, არასდროს გვინახავს“, - ნათქვამია „გოლოსის“ განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.