ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რუსეთისთვის არაფერი იცვლება” – პესკოვი ზალუჟნის გადაყენებაზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს:
“ახალი დანიშვნებით რუსეთისთვის არაფერი იცვლება. არ მგონია, ეს იყოს ფაქტორი, რომელიც სპეცოპერაციის კურსს შეცვლის. ის გაგრძელდება, ვიდრე მისი მიზნები მიღწეული არ იქნება”.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.
მანამდე, უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში წერდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმებოდა. თებერვლის დასაწყისში კი წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.