ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის „საგარეო არეულობისა და დაბრკოლებების“ პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცენტრალიზებული, ღია და ინკლუზიური რეგიონული თანამშრომლობის არქიტექტურის შესანარჩუნებლად რუსეთთან ითანამშრომლოს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ევრაზიაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ დანერგვის საკითხი განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.