ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რუსეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე გადის როგორც ქართული, რაც რისკის შემცველია, რადგან დაავადებების კონტროლი არ ხდება“ - ბექა გონაშვილი

„საქართველოში რუსეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე გადის როგორც ქართული, რაც რისკის შემცველია, რადგან დაავადებების კონტროლი არ ხდება“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოდან რომ სხვა ქვეყნის ბაზარზე შეუმოწმებელი რუსული ცხვარი შევიდეს შეზღუდვა საქართველოს დაედება.
„პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთიდან საქართველოში ცხვარი შემოდის და შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აქედან ცხვარი მიდის, როგორც ქართული და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დაავადებების კონტროლის მხრივ შეუმოწმებელი ცხვარი რომ შევიდეს, ჩვენ დაგვედება შეზღუდვა, რაც ჩვენ ბაზარს დაგვაკარგვინებს, მთავარი პრობლემა არის ეს და ასეთი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა,“- აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.