რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი].

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ საქართველოში 8,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ამ წლის განმავლობაში რუსეთიდან ჯამში 71,4 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა; 2023 წელს კი – 116,9 მილიონი აშშ დოლარის.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში მთლიანობაში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.

საქსტატი განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. სავალო ვალდებულებებში კი აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ