ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთიდან მოქალაქეებს ურჩევენ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ

რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილი პისკარიოვმა საკუთარ Telegram არხზე რუსეთიდან საქართველოში წამოსულ რუსებს მოუწოდა, "უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.
პისკარიოვის თქმით, "იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში მასობრივი გამოსვლები შექმნან, "ფერად" რევოლუციებში დასავლელი სპეციალისტები რუსეთიდან გაქცეულ პირებს იბირებენ".
მე რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევ, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. არ არის აუცილებლობა, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა ცუდად გამოიყენოთ და საგარეო ძალების ხელების ინსტრუმენტები გახდეთ, რომელთა მიზანიც სუვერენულ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა". - განაცხადა მან Telegram-ზე გავრცელებულ პოსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.