“რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება” | ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერმა, პეტერი ორპომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება. ორპოს აზრით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დოკუმენტაციის გარეშე პირს ფინეთში გადმოსვლის საშუალება მისცა. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური მათ ფინეთში შემოსვლაშიც კი ეხმარება. უკანონო შემოსვლის სწრაფი ზრდის გამო, საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. ჩვენ დავკეტეთ ყველა ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე ერთის გარდა. ჩვენ მზად ვართ ესეც დავხუროთ, თუ საჭირო იქნება.რიცხვები არც ისე მაღალია, თუ შევადარებთ მაგალითად, იტალიის ან საბერძნეთის ციფრებს, მაგრამ ეს ფენომენის საკითხია. ეს არის რუსეთის აგრესია ევროკავშირისა და წევრი ქვეყნის წინააღმდეგ. უბრალოდ, როგორც კოლეგებმა თქვეს, ეს არის ევროკავშირის საზღვარი და ეს არის ჰიბრიდული თავდასხმა პირდაპირ რუსეთიდან” – ამბობს ორპო.
ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.