პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთიდან დაფინანსების შეწყვეტა ბევრ მოქალაქეზე აისახება – ბჟანია

რუსეთიდან დაფინანსების შეწყვეტა ბევრ მოქალაქეზე აისახება – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება, მათ შორის მასწავლებლებზე, სამედიცინო, კულტურის სფეროს და ა.შ. წარმომადგენლებზე.
ბჟანიას განმარტებითვე, რუსეთიდან მიიღეს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასების თანადაფინანსება იქამდე იქნება შეჩერებული, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შეთანხმემებით გათვალისწინებულ პირობებს.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები აფხაზურმა მხარემ შეასრულოს. ამ მხრივ, მან ისაუბრა კომერციულ საკითხებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ორმხირივი შეთანხმების რატიფიცირების საჭიროებაზე აფხაზეთის პარლამენტის მიერ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.