ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთიდან გამოძევებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ - უკრაინული მედია

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ. 17 უკრაინელი, საქართველოს საზღვართან დარიალის ხეობაში საგუშაგოზე გააჩერეს და მათ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Ukrainska Pravda ავრცელებს და წერს, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა ზემო ლარსის საგუშაგოზე სარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მოხვდა საქართველოს საზღვართან, ნაწილი კი "საიმიგრაციო კანონების დარღვევის" გამო.
უკრაინის 31 წლის მოქალაქე, ოლექსანდრ შულჰინი აცხადებს, რომ მათ პასპორტები არ აქვთ და საკუთარი ვინაობის დადასტურებას უკრაინული უწყებებიდან ელოდებიან. მისივე თქმით, მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ბოლო 10 წელია რუსეთში ცხოვრობს, 2024 წლის იანვარში მიგრაციის კანონების დარღვევის გამო მოულოდნელად დააკავეს და დაადეპორტირეს, თუმცა მანამდე ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
შულჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი ტუბერკულოზით არის დაავადებული. ზოგიერთი დაახლოებით 2 თვეა იქ იმყოფება. მათთვის საკვები კი მოხალისეთა ორგანიზაციას პერიოდულად მოაქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.