ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ განაცხადა - მათ შორის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.
გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.
ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.