რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია, მარტივად მოხსნას ეს ბარიერი

რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია, მარტივად მოხსნას ეს ბარიერი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია, ძალიან მარტივად მოხსნას ეს ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსდვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაზე, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია.
„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა