“რუსეთთან პარტნიორობა ვალდებულებებს გვაკისრებს” – ბჟანია

ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობაზე შეზღუდვების კომენტირებისას, ამბობს:
„თუ (USAID) 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია, ამ რთულ პირობებში, როცა ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი არამეგობრული ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე?.
ასეა საჭირო, ინალ, დიპლომატიური ენა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ყოველთვის არ არის გასაგები საზოგადოებისთვის და უბრალო ხალხისთვის. თუ მოკავშირეები ვართ, თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა USAID-ის პროექტები აკრძალა, ხოლო სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს