ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

2024 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, ასევე რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11.4%, ანუ 1.4 მილიარდი დოლარი მოდის.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.5-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. იანვარ-ივლისში რუსეთი მეორე ადგილზე იყო საიმპორტო პარტნიორებს შორის და იმპორტმა წლიურად 6.1%-იანი კლების შემდეგ, 1 მლრდ 21 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11.3%-ია.
რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $330.8 მლნ;
· ბუნებრივი აირი - $104.7 მლნ;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) - $32.9 მლნ;
· ხორბალი და მესლინი - $32.3 მლნ;
· კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $28 მლნ.
იანვარ-ივლისში ექსპორტმა 407.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 11.5%-იანი წილით.
რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია შემდეგია:
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - $121.5 მლნ;
· სპირტიანი სასმელები - $85 მლნ;
· მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $47.9 მლნ;
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $34.7;
· ხილის ნაყოფები, ახალი - $23.5 მლნ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.