არქივი22 აპრილი, 2024, 18:10
რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„განგაშის დროს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, მსხვერპლი არ ყოფილა“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად, სატელევიზიო ანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.