არქივი3 ივნისი, 2024, 11:10
რუსებმა ხარკოვში რეკრეაციული ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ზმიივის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა მინიმუმ 5 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.