არქივი18 ნოემბერი, 2025, 09:40
რუსებმა ხარკოვს რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბერესტინი რაკეტებით დაბომბა, დაიღუპა 17 წლის გოგონა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„17 წლის გოგონა, რომელიც ბერესტინზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცახდა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.