არქივი17 იანვარი, 2024, 01:40
რუსებმა ხარკოვს რაკეტებით დაარტყეს, დაშავდა 17 ადამიანი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.