არქივი24 ნოემბერი, 2025, 10:42
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 17

რუსებმა ხარკოვზე, დიდი რაოდენობით დრონების გამოყენებით, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის არმიამ მშვიდობიან ქალაქს „გერან-2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სულ 16 დარტყმა განახორციელეს“, – წერს სინეგუბოვი.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის შევჩენკოვსკის და სალტივსკის რაიონებში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია: 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.