არქივი8 დეკემბერი, 2023, 03:11
რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვს 6-ჯერ დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვა S-300 ტიპის რაკეტებით განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს, 36 წლის ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. მეორე დაშავებული, 25 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.