“რუსებმა ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაგვბარდნენ” – უკრაინა კურსკში ოპერაციის პირველი საათების ვიდეოკადრებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახური კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო ოპერაციის პირველი საათების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, გაანადგურეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი რუსი.
“უკრაინული ტანკების დანახვისას სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაბარდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს“, – ნათქვამია მე-80 სადესანტო ბრიგადის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 82 დასახლება უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.