რუსებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას, 27 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 208 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 204-მა მათგანმა სამიზნეს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 107 დრონი ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის ოლქებში ჩამოაგდეს.
ამასთან, 97 დრონი ლოკალურად უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები რუსეთის ქალაქებიდან : ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს