არქივი21 მაისი, 2025, 10:39
რუსებმა სუმის ოლქში სასროლეთზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, 6 ჯარისკაცი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაიჭრა

უკრაინის სუმის ოლქში, რუსეთის მიერ სასროლეთზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ნაწილის მეთაური თანამდებობიდან გადააყენეს და საჭირო ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.