არქივი28 ნოემბერი, 2023, 14:52
რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს | დაიღუპა 3 პირი, მათ შორის ერთი ბავშვია
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსებმა სუმის რეგიონში ქალაქი სერედინა-ბუდა დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 3 პირი, მათგან ერთი ბავშვია. ასევე არიან დაშავებულები.
უწყების ცნობით, რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საზენიტო რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაინგრა სულ მცირე ხუთი კერძო სახლი. ნანგრევებიდან ორი დაღუპული ქალის და ორი დაჭრილი მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.