არქივი21 მარტი, 2025, 10:22
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა სამი მოზარდი

რუსებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და სამი მოზარდი დაშავდა.
„რუსეთმა კვლავ შეუტია ოდესის რეგიონს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, დაიწვა სავაჭრო ცენტრი და მაღაზიები, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.