ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ლვოვი დაბომბეს, დაშავებულია 17 ადამიანი

რუსებმა ლვოვი დაბომბეს, დაშავებულია 17 ადამიანი

ლვოვში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 - მძიმე მდგომარეობაშია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ კოზიცკსა და ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვოიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა და სხვა შენობები დაზიანდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა 4 სექტემბრის ღამეს ლვოვის ოლქზე დრონებით, ფრთოსანი რაკეტებით და „კინჟალის“ რაკეტებით იერიში მიიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.