არქივი27 აპრილი, 2025, 17:34
რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს - დაიღუპა სამი ადამიანი

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას კერძო სექტორში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 47 და 48 წლის წყვილმა და 78 წლის მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.
ამასთან, დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.