რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 27 ადამიანი

რუსული ძალები ღამით უკრაინას დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ სოლომიანსკის რაიონში ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა, რამდენიმე სხვა რაიონში კი დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და დაშავდა 6 ადამიანი.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესაც დაარტყეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ცხრა კერძო სახლი, 14 მრავალსართულიანი შენობა და არასაცხოვრებელი ფართი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზაპოროჟიეში 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო