ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ავტომობილები იწვის და ხანძარია საცხოვრებელი კორპუსის ბინაშიც. სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
ამასთან, პოდოლსკის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სატრანსფორმატორო ქვესადგურსა და ორსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსშიც.
დედაქალაქის მერის თქმით, ოთხი დაშავებულიდან სამი შევჩენკოს რაიონშია, ერთი ქალი კი სვიატოშინსკიში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.