ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 5 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა 22 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეზე Shahed-ის ტიპის დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზაპოროჟიეზე ღამის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა. ყველას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.