არქივი21 ოქტომბერი, 2024, 13:37
რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანდა დიდი რაოდენობით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
დაზიანდა საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებლები, ერთსართულიანი და მრავალსართულიანი შენობები, მსუბუქი ავტომობილები.
ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.