ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევენ, არიან დაშავებულები

რუსები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევენ, არიან დაშავებულები

რუსები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევენ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქ კიევში დაშავებულია 4 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამჟამად დედაქალაქის სამ რაიონში მუშაობენ.
მისივე ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ხანძარია კერძო სახლში, დნეპროვსკში ხანძარია 25-სართულიან კორპუსში. ამასთან, დრონის ნამსხვერევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც დაეცა და ხანძარი გამოიწვია. დარნიცკის რაიონში, კი, თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა.
საჰაერო თავდაცვა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მუშაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.