ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსები დნიპროს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი

რუსები დნიპროს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დნიპროს მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
„დაზიანდა სულ მცირე 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულების და კვების საწარმოს შენობები“, - აღნიშნა მერმა.
დრონებით თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი გამოეხმაურა.
„„რუსკი მირი“ მოქმედებაშია. მალე მტრის საჯარო გვერდებზე კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდება „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში, ეს არის კვლავ ტერორი დნიპროში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებული ავტომობილები“, - აღნიშნა ლისაკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.