რუსების ტყვეობაში თითქმის 2 წელია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლია | ოკუპანტები “აზოვსტალის” მცველის “გასამართლებას” გეგმავენ

საქართველოს მოქალაქის, ში მებრძოლი მამუკა გაწერელიას “გასამართლებას” გეგმავს. მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულდა. რუსეთი ქართველ მებრძოლს, რომელიც მარიუპოლს იცავდა, სულ მცირე 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, “აზოვსტალის” დატოვების დროს ჩავარდა. როგორც “ამერიკის ხმა” წერს, გაწერელიების ოჯახი დან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.
„წელიწადი და რვა თვეა ტყვეობაშია, ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავდათ, ვიცი რომ აწამებდნენ და სცემდნენ. შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამჟამად, ვლადიმირის ოლქში, ქალაქ კოვროვთან, ერთ-ერთ ციხე-კოლონიაში ჰყავთ. გავიგე, რომ ფილტვების ანთება გადაუტანია და ახლა შედარებით უკეთ არისო. სხვა არაფერი ვიცი. დახმარებისთვის წერილი მივწერე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში შევხდი უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე. ჯერჯერობით, საიმედოს ვერაფერს მეუბნებიან“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ მამუკა გაწერელიას დედამ დალი ჩხეიძემ.
20 წლის მამუკა გაწერელია უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შეჭრიდან მალევე, მოხალისედ შეუერთდა უკრაინის დამცველებს. მამუკას მამა ასევე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
“სწამდა რომ ეს იყო ბრძოლას საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა” – ამბობს მებრძოლის დედა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან ქართველი მებრძოლები – გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბითიძე.