რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

უკრაინაში რუსების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და აგრძელებს ბრძოლას” – წერს კიპერი Telegram-ზე.
რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა. უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას