რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს, ის ამას „ოცნებას“ უკავშირებს

რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს.
მას 29-30 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი შოუები თბილისში, „ტერმინალში“.
სტენდ-აპ კომიკოსი, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტირუსული განწყობებით, საქართველოში მის არშემოშვებას „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავშირებს.
„საქართველოში შესვლის უფლება არ მომეცა. როგორც ჩანს, ჩემი სულელური ხუმრობები მეტისმეტია საქართველოს მთავრობისთვის“, — აცხადებს პატრაშკანი.
ის ბოდიშს უხდის 500-ზე მეტ ადამიანს, ვინც შოუზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და ამბობს, რომ ყველა მყიდველს თანხა დაუბრუნდება.
„ვიმედოვნებ, მალე მოიპოვებთ თავისუფლებას, რომელიც გეკუთვნით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ამაზე ვიცინებთ“, — ამბობს პატრაშკანი.
ის ქვეყანაში არ შემოუშვეს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის განუსაზღვრელი საფუძვლით, როგორიცაა „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ .

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან