არქივი27 დეკემბერი, 2023, 05:44
რუმინეთში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუმინეთში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორი ერთი ბავშვია. რამდენიმე დაკარგულად ითვლება.
შემთხვევა პროჰოვას რეგიონის სოფელ ტოჰანში არსებულ საოჯახო სასტუმროში მოხდა.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექციის ცნობით, ხანძრის გაჩენისას სასტუმროში 26 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 18 პირის გამოყვანა დროულად მოხერხდა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:45-ზე ხანძარი ლიკვიდირებული იყო, ხოლო ხელისუფლება დაკარგული პირების ძებნას აგრძელებდა.
ხანძრის შედეგად ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.