ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს

რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
ნატო-ს საზღვაო წვრთნები, სახელწოდებით Sea Shield 24 რუმინეთში დღეს დაიწყო და მასში საქართველოსთან ერთად ნატო-ს 12 წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობს.
„Sea Shield 24 ყველაზე რთული ღონისძიებაა, რომელსაც 2024 წელს რუმინეთის საზღვაო ძალები უხელმძღვანელებს“, - აღნიშნავს რუმინეთის საზღვაო ძალები.
საზღვაო წვრთნებში, რომელიც შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ტარდება, 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და წვრთნების მიზანს თავსებადობის გაზრდა და აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის გაძლიერება წარმოადგენს.
რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები 21 აპრილამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.