რუმინეთი ემხრობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს იქნება ისტორიული პასუხი – დანიელა გიტმანი

რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა.
“რუმინეთი ძლიერ ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს იქნება ისტორიული პასუხი, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისადმი, არამედ ასევე ჩვენი მოქალაქეებისადმიც, რადგან მათი მხარდაჭერა არის რუმინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა,” – აღნიშნავს რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი დანიელა გიტმანი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშანის კარინშიკი აღნიშნავს, რომ თუკი ევროკავშირის გაფართოება არის დღის წესრიგში, მაშინ ის ვერ ხედავს არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება მოხდეს ეს:
“ჩვენი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გაფართოება, გაერთიანებაში გვინდა უკრაინა და მოლდოვა, გვინდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ ჩვენ უნდა მივყვეთ ამას. ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილება მივიღოთ ამ კვირაში. მე ვერ ვხედავ არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია ეს,” – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშანის კარინში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან